Category: Uncategorized
-

ხელოვნების ისტორიაში არსებობს მომენტები, როდესაც ფიზიკური დაძაბულობა იმდენად მაღალ წერტილს აღწევს, რომ ის მხოლოდ ვიზუალურ აღქმას სცდება და მაყურებლის ფიზიკურ შეგრძნებებში ინაცვლებს. პერფორმანსის ხელოვნება, თავისი არსით, ყოველთვის ადამიანური სხეულისა და გონების საზღვრების მოკვლევას ემსახურებოდა, თუმცა მარინა აბრამოვიჩისა და ულაის (ფრანკ უვე ლაისიპენი) 1980 წლის ერთობლივმა ნამუშევარმა, სახელწოდებით „Rest Energy“, ეს საზღვრები სიცოცხლისა და სიკვდილის უკიდურეს…
-

იერონიმუს ბოსხის შემოქმედების კვლევა ნიშნავს მოგზაურობას ადამიანის გონების ყველაზე ბნელ, ირაციონალურ ლაბირინთებში, სადაც შუა საუკუნეების რელიგიური შიში და რენესანსის ეპოქის ინტელექტუალური გამოღვიძება ერთმანეთს ეჯახება. ხელოვნების ისტორიაში ბოსხი არ არის მხოლოდ მხატვარი; არამედ უნიკალური ფსიქოლოგიური და ვიზუალური ფენომენი, რომელმაც საუკუნეებით გაუსწრო დროს და შექმნა ენა, რომელიც შემდგომში მეოცე საუკუნის ავანგარდმა, კონკრეტულად კი სიურრეალისტებმა, თავიანთ მანიფესტად აქციეს.…
-

ადამიანის სხეულის პლასტიკური ფორმებით რეპრეზენტაცია კაცობრიობის ცნობიერების ევოლუციასა და მსოფლმხედველობრივ ტრანსფორმაციას ზედმიწევნით ზუსტად ასახავს. მარმარილოში გამოკვეთილი ანტიკური ღვთაებებიდან ვიტრინების მიღმა გაყინულ პლასტმასის ფიგურებამდე განვლილი გზა ესთეტიკური იდეალების, რელიგიური რწმენისა და სამომხმარებლო კულტურის რთულ ლაბირინთებს გადის. ხელოვნების ისტორიაში ფორმისა და მასალის ცვლილება უბრალო ტექნიკურ პროცესს არასდროს წარმოადგენდა; ყოველი ახალი ეპოქა სხეულს, როგორც მთავარ იდეოლოგიურ ინსტრუმენტს, სრულიად…
-

ხელოვნების ისტორია თარიღებისა და ეპოქების მშრალ ქრონიკას ბევრად აღემატება. იგი ადამიანის ცნობიერების, ჩვენი შინაგანი სამყაროსა და ვიზუალური ენის უწყვეტ, ცოცხალ მატიანეს წარმოადგენს. ამ ხანგრძლივ მოგზაურობაში ქალის ფიგურა ყოველთვის იმ იდუმალ, ამოუწურავ ობიექტად რჩებოდა, რომელიც ეპოქის სულიერ თუ ფილოსოფიურ ძიებებს ირეკლავდა. რენესანსმა ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ სახით ინდივიდუალური და ილუზორული სრულყოფილების აბსოლუტური მწვერვალი შექმნა. მოგვიანებით…
-

ამ არამატერიალისტ ადამიანს ბავშვობიდანვე მატერიალისტური თვისება მახასიათებს — უფრო ზუსტად, ესთეტიკური ნივთებით უკიდეგანოდ აღტაცება. იმდენადაც კი, რომ მინიმუმ ერთი დღის განწყობაში გადამდის. ნუ მთლად ესთეტიკურზეც არაა დამოკიდებული, უბრალოდ ცოტა „თავი გამოვიჩინე“ და ჩემი ესთეტი ბუნება ჩავაკვეხე. შეიძლება, ახალი შამპუნის ყიდვამაც კი ერთიანად ჩამომაშოროს წინა დღეების დეპრესიული განწყობა. არ ვიცი, ალბათ რაღაც მატრაკვეცული ახირება დამჩემდა. ფსიქოლოგის გადმოსახედიდან…
-

ნეტავ ვიცოდე, საიდან მოდის ეს ფენომენი… წელიწადში რამდენჯერმე რომ ჟღერდება — ძირითადად, რაღაც განსაკუთრებული დღესასწაულებისას. მაგალითად, ბარბარობას ლობიანი თუ არ ჭამე, ცუდადაა შენი საქმე. არაფრით არ შეიძლება! თუნდაც არ გიყვარდეს, მაინც უნდა ჭამო. ნათლისღებას კუპატი და გოგრა უწევსო, დღეს გავიგე საერთოდ. და კიდევ ერთ დღეზე ამბობენ, „თევზის ჭამააო“ (უნდა გავიხსენო, არ გამომრჩეს შემთხვევით). ბიუჯეტურად კია…
-

პოტენციურად იმედისმომცემი ფრაზა, რომელიც კონკრეტული გეგმების გაწერისგან გვიცავს, პირდაპირ პასუხისმგებლობას გვარიდებს და სამომავლოდაც გვაიმედებს. მიესადაგება ყველანაირ სიტუაციას — მაგალითად, როცა ახალ საქმეს იწყებ და ბევრი რამ გაურკვეველ ბურუსშია გახვეული, „იქნება რამე“ მაგიურ დატვირთვას იძენს. „სეზამ გაიღეს“ ტოლფასია… უცბად ყოველგვარი ეჭვი, შიში ქრება. შინაგანად გრძნობ, მიუხედავად ნებისმიერი დაბრკოლებისა, რამე იქნება რა. ისე არ დარჩები. ანდაც აგერ,…
-

ნამუსზე აგდებისკენ მიმართული ფრაზა, რომლის მიზანიც ადამიანის დარცხვენაა. როგორ იკადრა, როგორ გაბედა და როგორ დაუშვა, ასეთი ამინდი ჰყვარებოდა? არ იცის, რომ საზოგადოდ მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი კონკრეტული ამინდის სიყვარული? ოღონდ გააჩნია, ვისთვის როგორ — ზოგჯერ წვიმაა პრობლემა, ზოგჯერ კი — მზე. თითქოს მართლა ჩემს ან ვინმე სურვილზე იყოს დამოკიდებული, როგორ გადაწყდება ატმოსფეროს ფიზიკური მდგომარეობა.…
-

ზუსტად ის, უმეტესობა მასხრად რომ იგდებს და საახალწლო სამზადისის ფაციფუცში ყველას მისი დაცინვა ახსენდება პირველი. კედელთან თუ მიუჩინეს ადგილი, საერთოდ წასულია საქმე — „წამლად“ ერთი-ორ სათამაშოსაც არ ჩამოაკონწიალებენ. მაქსიმუმ, განათება შემოავლონ, ისიც იმიტომ, რომ სხვანაირად წინა მხარეს ვერ გაალამაზებენ. უბრალოდ ფუნქციურადაა საჭირო. თუმცა აქაც ახერხებენ ქვეშქვეშად დაჩაგვრას — არიქა, წინ სათითაოდ ყველა ნათურა სწორად იყოსო…
-

ისეთი ფრაზაა, შინაგანად რომ გამხნევებს და მოგიწოდებს, მიდი და იყიდე, რაც გინდაო. „ერთხელ ცხოვრობ“-ის ფინანსური განხრაა, მეტად კონკრეტულ საკითხს მიემართება და პირდაპირ შენს გონებაში გაჩენილ იმპულსს ურტყამს. თითქოს, ეკონომიურობისკენ მიმართულ ნაწილს ნამუსზე აგდებს და რიტორიკულად ჩაგრავს, უარგუმენტოდ ტოვებს — „მაინც გვეხარჯება და რა მნიშვნელობა აქვს, გადავავადებ თუ არა? ამას თუ არ ვიყიდი, მერე სხვა რამეში…