Category: Uncategorized
-

დილიდან თავი ამეხადა. ამდენი მილიარდი ადამიანის მაღვიძარამ ერთიანად შემაზანზარა — ზოგს უცხოპლანეტელებისთვის დამახასიათებელი მელოდია უყენია და გული გამიხეთქეს, მეთქი ესეც შენ! მორჩა შენი ორშაბათობა და ეგაა… ზოგიერთის ველური ბუნების ხმების მისტიკურ მუსიკასთან ნაზავი კი ისეთ განცდას მიჩენს, თითქოს, სადაცაა ცოცხლად უნდა გამატყავონ და კოცონზე სულის ამოძრობამდე მატრიალონ. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, მეტისმეტად სიმშვიდის მოყვარული ხალხი მაღვიძარად…
-

ბოდიში, მაგრამ მომაკვდინებელ ცოდვაში ვარ ბოლომდე ჩაფლული — 100%-ით მეზიზღება ავოკადო. არარსებობის გემო რომ აქვს და საკუთარ თავში ვერ გარკვეულა, საერთოდ რანაირია, რას ითხოვს, რა უნდა ან როგორია მისი მენტალური მდგომარეობა. ჰო, რა იყო?! თუკი ადამიანებს მოგვეთხოვება გამუდმებით იმის განხილვა, აბა, დეპრესიაში ხომ არ ვართ ან შფოთვის სიმპტომები არ აღგვენიშნება, ამ ყოყოჩ ავოკადოს რატომ არ…
-

აუ, კაცო, შენ რაც უნდა იდეალურად აკეთებდე რაღაცას და პროფესიონალი იყო, „მაგაზე არ არი“ რა… რაღაც სხვა გჭირდება, ხომ ხვდები — აი, გამართლება და რამე. აბა, ვის აინტერესებს, შენ რა შეგიძლია. მარტო შენ ხომ არ შეგიძლია. შენნაირი იმდენია, ვინ მოთვლის. ამიტომ გეუბნები, „მაგაზე არ არი“-მეთქი. განა მარტო საქმეშია ასე. ზოგადად ცხოვრებაში გჭირდება გამართლება, დაწყებული პირადი…